რეგიონალური უსაფრთხოების კურსი

28 აპრილს გარდაბნის თბოელექტროსადგურს საქართველოში პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსის მონაწილეები სტუმრობდნენ. კურსის მიზანი ამიერკავკასიის რეგიონში ენერგო-უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ენერგო უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს როლის განსაზღვრაა. გარდაბნის თბოსადგური, როგორც საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღნიშნული კურსის ფარგლებში გასაცნობ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურათაგან ერთ-ერთია. კურსის მონაწილეებს თბოსადგურის დირექტრომა უმასპინძლა, რომელმაც გააცნო სადგურის ინფრასტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გარდაბნის თბოსადგურის, როგორც მნიშნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოების ზომებს. მიმდინარე კურსი ნატოს-ს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, აშშ-ს Naval Postgraduate School-ის და სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“-ს თანამშრომლობის შედეგად არის დაგეგმილი, რომელიც 24 დან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს