გეგმიური რემონტი თბოსადგურში

გარდაბნის თბოელექტროსადგურში 1 ივნისიდან 5 ივლისამდე წლიური გეგმიური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული დროის განმავლობაში თბოელექტროსადგურის პერსონალმა განახორციელა მთლიანი სადგურის დეტალური რევიზია, რევიზიის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები კი მაქსიმალურად იქნა აღმოფხვრილი. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ 5 ივლისის 10:54 წუთიდან 6 ივლისის 15:27 წუთამდე სადგური ფუნქციონირებდა სატესტო რეჟიმში რა დროსაც გამომუშავებულ იქნა 4,665,065 კვტ/სთ ენერგია. ამჟამად, თბოსადგური 100%-იან მზადყოფნის რეჟიმში სარეზერვო მდგომარეობაში იმყოფება, სადგურის გაშვება აგვისტოს 15 რიცხვიდან იგეგმება.