გარდაბნის თბოსადგური კვლავ დარგის ლიდერია

24 მარტს კოჯორში სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლში" გაიმართა „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების“ კავშირის რიგით 41-ე დაჯილდოვების ცერემონია, სადაც „გარდაბნის თბოსადგური“ ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის ლიდერ კომპანიად. „საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირი“ ორგანიზაციებს აჯილდოვებს „Swiss Rating Asociation” ეგიდით, რომლის შეფასების კრიტერიუმები ფინანსურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად კომპანიის სოციალურ-მარკეტინგულ მიმართულებებსაც ითვალისწინებს. ამ კვლევების დაჯამების შედეგად დგინდება რეიტინგი, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციებს ენიჭებათ წოდება წლის ლიდერი. „გარდაბნის თბოსადგური“ დასახელდა საქარველოს ლიდერ საწარმოდ სამეურნეო სუბიექტების ზოგადსახელმწიფოებრივი რანჟირების მიხედვით ელექტოენერგიის წარმოების კატეგორიაში, კრიტერიუმით „ბრუნვა“ და მიენიჭა პირველი ადგილი. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუაშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.