გარდაბნის თბოსადგურის თანამშრომლების ვიზიტი საფრანგეთში

ამ წლის 7 დეკემბერს შპს გარდაბნის თბოსადგურის თანამშრომლები ესტუმრნენ საფრანგეთში ქალაქ ბელფორტში არსებულ General Electric-ის ტურბინების საწარმოო-სარემონტო ქარხანას, სადაც გარდაბნის თბოსადგურში არსებული აირ ტურბინებისთვის შესყიდული საქონლის (სათადარიგო ნაწილების) საწარმოო ტესტირება განხორციელდა საქართველოში ტრანსპორტირებამდე.