„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო"-ს ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები გარდაბნის თბოელექტროსადგურს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი სტუდენტებისთვის წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფარსტურქტურის პრაქტიკაში მუშაობის დემონისტრირებაა. სტუდენტები გაეცნენ, როგორც გარდაბნის თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკას ასევე მისი მფლობელი ორგანიზაციის საქართველოს ნავთბოსისა და გაზის კორპორაციის მისიას, მუშაობის პრინციპებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. პრეზენტაციას უძღვებოდა სნგკ-ის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი ბატონი თეიმურაზ გოჩიტაშვილი.