საქმიანობა

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაბნის კომბინირებული ციკლისთბოელექტროსადგური საქართველოს ელექტროსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოკიუდებლობის უზრუნველყოფაში. სადგურის სიმძლავრე 231 მეგავატია. ის განკუთვნილია დატვირთვის ბაზისურ ნაწილში მუშაობისთვის. ელექტროენერგიის ყოველწლიური გამომუშავება იცვლება 1.2-დან 1.6 მილიარდ კილოვატსაათამდე; ძირითადი საწვავია - ბუნებრივი აირი, რომლის ყოველწლიური ხარჯი შეადგენს 290-300 მილიონ კუბურ მეტრს. სადგურის თერმული ეფექტიანობა 52-54%-ია, რაც 20-22%-ით აღემატება სტანდარტული ორთქლტურბინული სადგურების ეფექტიანობას. „გარდაბნის კომბინირებული ციკლის 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის“ მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწო, 2015 წლის ივლისში კი ის ექსპლუატაციაში შევიდა. მშენებლობაზე დაიხარჯა 231 მლნ აშშ დოლარი.. ის მთლიანად დაფინანსდა სს „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ.მშენებლობა განახორციელა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – „ÇALIK ENERJİ-იმ.. გარდაბნის თბოელექტროსადგურის 51% წილის მფლობელია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ხოლო 49%-ს ფლობს საპარტნიორო ფონდი.