გარდაბნის თბოელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თბოსადგურის ეფექტურ ფუნქციონირებაში. „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ 2016 წლის შეფასებით ჩვენი სადგური დარგის ლიდერია. აღნიშნული სტატუსი კი უპირველესად კომპანიის თანამშრომლების დაუღალავი და პროდუქტიული შრომის შედეგია, რომლებიც უკვე ორი წელია ქმნიან ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ენერგოკომპანიას.