10 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირის ორგანიზებით ენერგეტიკოსის დღე აღინიშნა, სადაც შპს გარდაბნის თბოსადგურის ტექნიკურ დირექტორს გიორგი მუზაშვილს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა. გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდი სიამაყით აღნიშნავს მისი ტექნიკური დირექტორის ქვეყნის დამსახურებულ ენერგეტიკოსად აღიარებას. ჩვენი ენერგოკოპმანიის წარმატებას სწორედ გიორგი მუზაშვილის მსაგვსი თანამშრომლების პროფესიოანლიზმი განაპირობებს მთელი გუნდის სახელით ვულოცავთ გიორგი მუზაშვილს ამ აღიარებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.