19 დეკემბერს გარდაბნის თბოსადგურს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი მენეჯმენტი ბატონ გივი ბახტაძის ხელძღვანელობით ესტუმრა. მათ „შპს გარდაბნის თბოსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა მგელაძემ უმასპინძლა, რომელმაც თბოსადგურის ინფრასტრუქტურა დეტალურად გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით ახალი წლის პიკურ პერიოდში სადგურის გამართულ ოპერირებასთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტუმართა დელეგაციაში შედიოდნენ: გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გივი ბახტაძე, დირექტორი ქონების მართვის საკითხებში ქალბატონი ეკა სისაური, ტექნიკური დირექტორი არჩილ დეკანოიძე, ფინანსური დირექტორი ომარ ოგბაიძე, ტექნიკური დირექტორის მოადგილე მიხეილ შარმიაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მზექალა გაზდელიანი.