26 ივლისს შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი გია ბახტაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, სს „ესკოს“ გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრი ვახტანგ ქინქლაძე, შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე, სს „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე და სხვა ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო თბოელექტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების სტატუსის გაცნობა. შპს "გარდაბნის თბოსადგურის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა მგელაძემ სტუმრებს თბოსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიმდინარე სტატუსი და მომავალი სეზონისთვის (2019-2020წწ.) მზადყოფნის ანგარიში გააცნო. გარდაბნის თბოელექტროსადგურის სარემონტო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური ახალი სეზონიდან (აგვისტოდან) სრული დატვირთვით ამუშავდება.