1 ივლისს ბათუმში, ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში“ გაიმართა „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების“ კავშირის რიგით 48-ე დაჯილდოვების ცერემონია, სადაც „გარდაბნის თბოსადგური“ ზედიზედ მესამედ დასახელდა წლის სტაბილურ ლიდერ კომპანიად. „საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირი“ ორგანიზაციებს აჯილდოვებს „Swiss Rating Asociation” ეგიდით, რომლის შეფასების კრიტერიუმები ფინანსურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად კომპანიის სოციალურ-მარკეტინგულ მიმართულებებსაც ითვალისწინებს. ამ კვლევების დაჯამების შედეგად დგინდება რეიტინგი, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციებს ენიჭებათ წოდება წლის ლიდერი. „გარდაბნის თბოსადგური“ დასახელდა საქართველოს ლიდერ საწარმოდ სამეურნეო სუბიექტების ზოგადსახელმწიფოებრივი რანჟირების მიხედვით ელექტოენერგიის წარმოების კატეგორიაში, კრიტერიუმით „ბრუნვა“ და მიენიჭა პირველი ადგილი. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2018 წელს 1,213,000,000 კვტ/სთ ენერგია გამოიმუაშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია, თბოსადგურებს შორის კი 52%-ზე მეტია. აქედან გამომდინარე დაჯილდოვდნენ თანამშრომლები: მამია შაფაქიძე ორდენით და დავით ცუცუნაშვილი მედლით - გარდაბნის თბოსადგურის ამ წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნოდარ ხრიკაძე სერთიფიკატით - წლის საუკეთესო ხელმძღვანელი, ნათია ბოქოლიშვილი და ნინო გაბრიჭიძე სერთიფიკატებით - წლის საუკეთესო თანამშრომელი.