12 აპრილს გარდაბნის თბოელექტროსადგურს საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ტექნიკური პროფილის კომპანიათა წარმომადგენლები ესტუმრნენ, მათ საშუალება ჰქონდათ დეტალურად განცობოდნენ სადგურის ინფრასტრუქტურას და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია კონკრეტული ტექნიკური სფეციფიკაციების შესახებ. შეხვედრა ემსახურებოდა თბოსადგურის მიმდინარე და სამომავლო ტენდერებში კომპანიათა აქტიურ ჩართულობას. გარდაბნის თბოელექტროსადგური წელიწადში საშუალოდ 10 მილიონი ლარის შესყიდვებს ახორციელებს, რითაც ის სხვადასხვა სახის ტექნიკური და ქიმიური პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია.