7 აპრილს გარდაბნის თბოსადგურსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტების 4 კვირიან სტაჟირებას გარდაბნის თბოსადგურში. სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კომპანიის მართვის ელემენტებსა და პრინციპებს, ჩაერთონ სადგურის მუშაობის ყოველდღიურ საქმინობაში. მეორესმხრივ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციიის ფაკულტეტი თბოსადგურის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს კონსულტანციას გაუწევს ენერგეტიკულ დანადგარებთან, კომპლექსებსა და მოწყობილობებთან დაკავშირებით წამოჭრილ საინჟინრო-თეორიულ საკითხებში. მემორანდუმი ძალაშია 2018 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს სემესტრში 20 სტუდენტის სტაჟირებას.