გარდაბნის თბოსადგურის გახსნა

გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური გაიხსნა, გახნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისფულების წარმომადგენლები ასევე დიპლომატიური კორპუსის წევრები. თბოელექტეოსადგურის მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 3 თვით ადრე დასრულდა. ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ, მისი მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა.